ხდკ
რა არის ელექტრომობილის დამტენი / დამტენი სადგური?
ელექტრომობილის დამტენი ან დამტენი სადგური უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიწოდებას ელექტრომობილის დასამუხტად. დამტენის ტიპის მიხედვით, დამუხტვა შეიძლება გაგრძელდეს 10 წუთიდან რამდენიმე საათამდე.
რა დრო სჭირდება ელექტრომობილის დამუხტვას?
- AC (7–22 kW): 3–16 სთ.
- DC სტანდარტული დამუხტვა (50–90 kW): 40–90 წთ.
- DC სწრაფი დამუხტვა (100–180 kW): 20–45 წთ.
- DC ულტრა-სწრაფი დამუხტვა (200+ kW): 10–25 წთ.
დამუხტვის დრო დამოკიდებულია ელექტრომობილის მოდელზე, ბატარეის მოცულობასა და ბატარეის მიმდინარე დამუხტვის დონეზე.
რა განსხვავებაა AC და DC დამუხტვას შორის?
- AC – ნელი დამუხტვა, იდეალურია ხანგრძლივი გაჩერებისთვის (სასტუმროები, ოფისები, საცხოვრებელი კომპლექსები).
- DC – სწრაფი დამუხტვა, განკუთვნილია მოკლე გაჩერებებისთვის და ავტომაგისტრალებზე გამოყენებისთვის.
სწრაფი დამუხტვა აზიანებს ბატარეას?
ზოგადად, სწრაფი დამუხტვა მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებს ელექტრომობილის ბატარეას, რადგან თანამედროვე და მაღალი კლასის დამტენები ავტომატურად აკონტროლებენ ტემპერატურასა და დამუხტვის სიმძლავრეს მთელი სესიის განმავლობაში.
გარდა ამისა, თანამედროვე ელექტრომობილები აღჭურვილია ბატარეის მართვის სისტემით (BMS), რომელიც არეგულირებს დამუხტვის პროცესს და იცავს ბატარეას ნაადრევი დეგრადაციისგან.
არის თუ არა დამუხტვა საწვავზე იაფი?
დიახ. როგორც წესი, დამუხტვა დაახლოებით 50%-ით იაფია, ვიდრე ბენზინით ან დიზელით გადაადგილება თითოეულ კილომეტრზე.
მაგალითი (საშუალოდ, 100 კმ-ზე): ელექტრომობილი მოიხმარს დაახლოებით 20 kWh ელექტროენერგიას ხოლო შიდა წვის ძრავიანი ავტომობილი დაახლოებით 10 ლიტრ საწვავს.
ფასი (საშუალო):
1 კვტ/სთ ~ 0.80 ₾
1 ლ ბენზინი ~ 3.00 ₾
- ელექტრომობილი: 20 × 0.80 ₾ = 16 ₾
- ავტომობილი: 10 × 3.00 ₾ = 30 ₾
ეს ნიშნავს, რომ ელექტრომობილით გადაადგილება თითქმის ორჯერ უფრო ეკონომიურია — ტექ-მომსახურების და ცვეთადი ნაწილების ხარჯების გათვალისწინების გარეშე (მაგალითად: ძრავის ზეთი, ფილტრები, სამუხრუჭე ხუნდები და სხვ.).
რომელი კონექტორის სტანდარტებია ხელმისაწვდომი?
ჩვენ ვიყენებთ
- CCS2 (ევროპული სტანდარტი)
- GB/T (ჩინური სტანდარტი)
ეს კონექტორები თავსებადია საქართველოში გავრცელებული ელექტრომობილების უმეტესობასთან.
არის თუ არა ჩემი ელექტრომობილი თავსებადი?
საქართველოში ყველა ევროპული და ჩინური ელექტრომობილები აღჭურვილია CCS2 ან GB/T სტანდარტის კონექტორებით და სრულად თავსებადია ჩვენს დამტენ სადგურებთან. სხვა სტანდარტის მქონე ელექტრომობილებს დასჭირდებათ CCS2 ან GB/T ადაპტერი.
შენიშვნა: ადაპტერების გამოყენება არ არის რეკომენდებული!
არის თუ არა ელექტრომობილის დამუხტვა უსაფრთხო?
დიახ – ჩვენი ყველა დამტენი წარმოადგენს სერტიფიცირებულ მოწყობილობას და აღჭურვილია ავტომატური დაცვის სისტემებით.
შესაძლებელია თუ არა დამუხტვა წვიმის დროს?
დიახ – ჩვენი ყველა დამტენი არის ამინდის პირობების მიმართ მდგრადი (weatherproof) და უსაფრთხოდ ფუნქციონირებს წვიმასა და სხვა გარე პირობებში.
როგორ დავიწყო დამუხტვა?
- ჩამოტვირთეთ ჩვენი აპლიკაცია
- გაიარეთ რეგისტრაცია
- დაამატეთ გადახდის მეთოდი და შეავსეთ ბალანსი.
- აირჩიეთ სასურველი დამტენი, შეაერთეთ კონექტორი და დაასკანერეთ QR კოდი
- დაიწყეთ დამუხტვა
აუცილებელია თუ არა რეგისტრაცია?
- რეგისტრაცია სავალდებულო არ არის, თუმცა რეკომენდებულია.
- შესაძლებელია სტუმრის რეჟიმში (Ad-hoc) დამუხტვა რეგისტრაციის გარეშე.
- რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ მომხმარებლებზე ვრცელდება განსხვავებული ტარიფები.
რა გადახდის მეთოდებია ხელმისაწვდომი?
- VISA
- Mastercard
- American Express
შემიძლია ვნახო ჩემი დამუხტვის ისტორია და ინვოისები?
დიახ – დამუხტვის და გადახდის ისტორიის ნახვა შესაძლებელია ჩვენს მობილურ აპლიკაციაში.
თქვენი დამტენები ხელმისაწვდომია 24/7?
ჩვენი დამტენი სადგურების უმეტესობა ხელმისაწვდომია 24/7 რეჟიმში. თუმცა ზოგიერთი მათგანი მდებარეობს სავაჭრო ცენტრებში (მოლებში) და მათი მუშაობის საათები ხელმისაწვდომია ჩვენს მობილურ აპლიკაციაში.
How do I report an issue?
ჩვენი ცხელი ხაზის მეშვეობით (Hotline):
+995 32 2053919
+995 597 970070 (WhatsApp)
ან ელ-ფოსტა: info@moveo.ge
