ძალაში შესვლის თარიღი: 10 იანვარი, 2026 აპლიკაცია: Moveo („აპლიკაცია“) კომპანია: შპს მოვეო („მოვეო“, „ჩვენ“, „ჩვენი“ ან „ჩვენს მიერ“) პლატფორმები: iOS და Android ეს საბოლოო მომხმარებლის სალიცენზიო შეთანხმება („შეთანხმება“) წარმოადგენს სამართლებრივ შეთანხმებას თქვენს შორის („მომხმარებელი“, „თქვენ“) და მოვეოს შორის, რომელიც არეგულირებს მოვეოს მობილური აპლიკაციის, მისი ფუნქციონალისა და მომსახურებების გამოყენებას. აპლიკაციის ჩამოტვირთვით, ინსტალაციით ან გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ამ შეთანხმების პირობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ დააინსტალიროდ და არ გამოიყენოთ მობილური აპლიკაცია. |
1. ლიცენზიის მინიჭება მოვეო გაწვდით შეზღუდულ, არა-ექსკლუზიურ, არაგადაცემად, არა-სუბლიცენზირებად და გამოთხოვად ლიცენზიას შემდეგისთვის:
|
2. შეზღუდვები თქვენ არ გაქვთ უფლება:
დარღვევის შემთხვევაში მოვეო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს თქვენი ანგარიში, ან გამოიყენოს კანონოთ მინიჭებული უფლებები. |
3. მფლობელობა და ინტელექტუალური საკუთრება აპლიკაციის ყველა კომპონენტი (კოდი, დიზაინი, ლოგო, მონაცემები და კონტენტი) წარმოადგენს მოვეოს ან მის ლიცენზიარის საკუთრებას. ლიცენზია არ გაძლევთ რაიმე საკუთრების უფლებას. ყველა სავაჭრო ნიშანი და ლოგო დაცულია შესაბამისი კანონმდებლობით. |
4. განახლებები და ცვლილებები მოვეო უფლებამოსილია უზრუნველყოს განახლებები, შეცდომების გამოსწორება, პატჩები ან ახალი ფუნქციები. ამან შეიძლება:
ამით, თქვენ ეთანხმებით, რომ გამოიყენოთ აპლიკაციის უახლესი ვერსია შეუფერხებელი მომსახურებისთვის. |
5. კონფიდენციალურობა აპლიკაციის გამოყენება რეგულირდება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით, რომელიც განმარტავს:
აპლიკაციის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ჩვენს მონაცემთა დამუშავების პოლიტიკას. |
6. გაუქმება ეს EULA ძალაშია შეწყვეტამდე. მოვეო უფლებამოსილია შეწყვიტოს ან შეაჩეროს თქვენი წვდომა, თუ:
თქვენ ასევე შეგიძლიათ წაშალოთ აპლიკაცია თქვენი მოწყობილობიდან ნებისმიერ დროს. გაუქმების შემდეგ, ყველა ლიცენზიის უფლება ავტომატურად წყდება და თქვენ უნდა შეწყვიტოთ აპლიკაციის გამოყენება. |
7. გარანტიები აპლიკაცია მოწოდებულია „როგორც არის“ და „როგორც ხელმისაწვდომია“ პრინციპით. მოვეო არ იძლევა და უარყოფს ყველა გარანტიას, როგორც პირდაპირს, ასევე ნაგულისხმევს, მათ შორის:
ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას შეუფერხებელ წვდომაზე, დატენვის ხელმისაწვდომობაზე ან თავსებადობაზე ყველა მოწყობილობასთან ან ოპერაციული სისტემის ვერსიასთან. |
8. პასუხისმგებლობის შეზღუდვა მოვეო არ არის პასუხისმგებელი:
ჩვენი მთლიანი პასუხისმგებლობა არ უნდა აღემატებოდეს თქვენს მიერ აპლიკაციით სარგებლობისთვის გადახდილ თანხას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პრეტენზიის წარდგენამდე 12 თვის განმავლობაში. |
9. აპლიკაციის მაღაზიების პირობები ეს შეთანხმება გაფორმებულია თქვენსა და მოვეოს შორის, და არა Apple-ს ან Google-ს შორის. თუმცა, Apple და Google წარმოადგენენ მესამე მხარის ბენეფიციარებს და უფლებამოსილი არიან აღასრულონ ეს შეთანხმება. თქვენ ასევე ვალდებული ხართ დაიცვათ:
|
10. სამართლებრივი დებულება ეს შეთანხმება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და ყველა დავა განიხილება საქართველოს შესაბამის სასამართლოში. |
11. საკონტაქტო ინფორმაცია შპს მოვეო ელ-ფოსტა: info@moveo.ge ტელეფონი: +995 32 2053929 ვებგვერდი: https://moveo.ge |
12. სრული შეთანხმება ეს შეთანხმება, ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან და გამოყენების პირობებთან ერთად, წარმოადგენს თქვენსა და მოვეოს შორის აპლიკაციასთან დაკავშირებით სრულ შეთანხმებას და ცვლის ნებისმიერ წინა შეთანხმებას. |
