Skip to content Skip to footer

მომხმარებლის შეთანხმება

ძალაში შესვლის თარიღი: 10 იანვარი 2026.

კომპანია: შპს მოვეო („მოვეო“, „ჩვენ“, „ჩვენი“ ან „ჩვენს მიერ“)

ვრცელდება: ყველა მომხმარებელზე, რომელიც სარგებლობს მოვეოს სერვისებით, მათ შორის ფიზიკურ პირებზე, კომპანიებზე და მასპინძელ ობიექტებზე



1. შესავალი


ეს მომხმარებლის შეთანხმება („შეთანხმება“) არეგულირებს თქვენს ურთიერთობას მოვეოსთან, მოვეოს ელ-დამტენი ინფრასტრუქტურისა და ციფრული პლატფორმების (მობილური აპლიკაცია, ვებსაიტი, სხვა სისტემები) გამოყენების ფარგლებში. ანგარიშის შექმნით, დამუხტვის სესიის ინიცირებით ან სერვისების გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს.


თუ სერვისს იყენებთ იურიდიული პირის სახელით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაქვთ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლობის უფლება.



2. განმარტებები


  • „მომხმარებელი“ / „თქვენ“ – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს მოვეოს სერვისებით
  • „დამუხტვის სესია“ – ელექტრომობილის დამტენ მოწყობილობასთან დაკავშირებული აქტივობა მოვეოს პლატფორმის საშუალებით
  • „პარტნიორი“ – იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს მოვეოს B2B სერვისებით
  • „მასპინძელი ობიექტი“ – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომლის ტერიტორიაზეც დამონტაჟებულია მოვეოს დამტენები
  • „პლატფორმა“ – მოვეოს ვებსაიტი, აპლიკაცია და დანარჩენი ციფრული სისტემები


3. მომხმარებლის ანგარიში


ანგარიშის შექმნისას თქვენ ეთანხმებით:

  • მიაწოდოთ ზუსტი, სრული და განახლებული ინფორმაცია
  • იღებთ პასუხისმგებლობას თქვენი ანგარიშის ყველა აქტივობაზე
  • დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ ანგარიშზე უნებართვო წვდომის ან უსაფრთხოების დარღვევის შესახებ

მოვეო იტოვებს უფლებას, გააუქმოს ან დროებით შეწყვიტოს ანგარიშის მოქმედება წესების დარღვევის შემთხვევაში.



4. სერვისის გამოყენება


სერვისების გამოყენებით, თქვენ ვალდებული ხართ:

  • გამოიყენოთ სერვისები მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად
  • დაიცავით დამტენ პუნქტებში განთავსებული ყველა ინსტრუქცია
  • გამოიყენეთ მხოლოდ ავტორიზებული გადახდის მეთოდები
  • არ დაბლოკოთ, არ გამოიყენოთ ბოროტად და არ დააზიანოთ  დამტენი ინფრასტრუქტურა
  • დაიცავით უსაფრთხოების სტანდარტები თქვენი მანქანის მიერთებისა და გათიშვისას

კორპორატიული მომხმარებლების შემთხვევაში, სერვისის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ ავტომობილებისთვის, რომლებიც დარეგისტრირებულია კომპანიის ანგარიშზე.



5. საფასური და ბილინგი


ყველა დამუხტვის სესიაზე ვრცელდება შესაბამისი mომსახურების ტარიფები, რომელიც ნაჩვენებია სესიის დაწყებამდე.

თქვენ მოვეოს აძლევთ უფლებამოსილებას:

  • ჩამოგეჭრათ თანხა თქვენს მიერ არჩეული გადახდის მეთოდიდან.
  • დაგაკისროთ უმოქმედობის ან არასანქცირებული პარკირების ჯარიმა, თუ თქვენს მანქანას დაშვებულ დროზე დიდ ხანს დატოვებთ.
  • შეგიჩეროთ თქვენი ანგარიში გადაუხდელობის ან წარუმატებელი ტრანზაქციების შემთხვევაში

ტარიფები მოცემულია აპლიკაციაში და შეიძლება განსხვავდებოდეს ადგილმდებარეობის, დამუხტვის სიჩქარის ან პარტნიორობის დონის მიხედვით.



6. როუმინგ სერვისები


თუ მოვეოს ანგარიშით სარგებლობთ როუმინგ რეჟიმში (ანუ მესამე მხარის ქსელებზე წვდომით), თქვენ აცნობიერებთ, რომ:

  • მოვეო მხოლოდ წვდომის პლატფორმაა და არა დამტენის მფლობელი
  • ფასები და ხელმისაწვდომობა რეგულირდება მესამე მხარის მიერ
  • ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში მოვეოს შეუძლია მომხმარებელი გადაამისამართოს პარტნიორ ქსელში


7. მასპინძელი ობიექტები და პარტნიორები


თუ თქვენ ხართ მასპინძელი ობიექტი ან ბიზნეს პარტნიორი, ეს შეთანხმება დამატებით არეგულირებს თანამშრომლობას მოვეოსთან. თქვენ ვალდებული ხართ:

  • უზრუნველყოთ მოვეოს მომხმარებლებისთვის დამუხტვის ინფრასტრუქტურაზე შეუფერხებელი წვდომა
  • მომხმარებლებისთვის მკაფიო ნიშნების და ხელმისაწვდომობის შენარჩუნება
  • დაუშვათ მოვეოს ტექნიკური პერსონალის წვდომა სადგურებზე მომსახურებისთვის
  • საჭიროების შემთხვევაში, გაუწიოთ მოვეოს შესაბამისი მონაცემების გაზიარება (მაგ: მოხმარების სტატისტიკა)

შემოსავლების გაზიარება, აპარატურის საკუთრება და მხარდაჭერის ვალდებულებები რეგულირდება საიტის ჰოსტინგის ხელშეკრულებით ან პარტნიორობის ხელშეკრულებით.



8. მონაცემთა გამოყენება


მოვეო მონაცემებს ამუშავებს კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, მათ შორის:

  • ანგარიშის და ელეტქრომობილის მონაცემები
  • მდებარეობა (მხოლოდ თანხმობით)
  • დამუხტვის სესიის ისტორია
  • ფინანსური და ბილინგის ინფორმაცია

მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას გაუმჭვირვალე ანონიმური ანალიზისთვის ან ანგარიშგებისთვის.



9. შეჩერება ან გაუქმება


მოვეო უფლებამოსილია შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის წვდომა, თუ:

  • დაირღვა ეს შეთანხმება ან სხვა გამოყენების პირობები
  • გამოვლინდა თაღლითობა ან ტექნიკის დაზიანება
  • მოხდა გადახდის სისტემის დარღვევა ან დავალიანება
  • თქვენ აზიანებთ, ბლოკავთ ან არასწორად იყენებთ ინფრასტრუქტურას.

მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს საკუთარი ანგარიში მოთხოვნის საფუძველზე ან აპლიკაციის მეშვეობით.



10. პასუხისმგებლობა და უარყოფა


მოვეო ცდილობს უზრუნველყოს საიმედო და შეუფერხებელი მომსახურება, მაგრამ არ იღებს პასუხისმგებლობას:

  • 24/7 დამტენი სადგურების ხელმისაწვდომობაზე
  • ტექნიკური შეცდომებისა და ელ-ენერგიის გათიშვისგან
  • ყველა ლოკაციაზე დაუყოვნებელი მხარდაჭერისგან
  • მესამე მხარის დამტენების შეფერხებაზე
  • ტექნიკურ შეფერხებებსა და ხარვეზებზე
  • როუმინგ ქსელის შეცდომებზე

ასევე, მოვეო უარყოფს და იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას:

  • არაპირდაპირი ან თანმდევი ზიანისგან
  • შესაძლებლობის, შემოსავლის ან მონაცემების დაკარგვისგან
  • მესამე მხარის ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებულებით გამოწვეული ზიანისგან


11. შეთანხმების ცვლილება


მოვეო იტოვებს უფლებას განაახლოს ან შეცვალოს ეს შეთანხმება. ნებისმიერი არსებითი ცვლილების შესახებ შეტყობინება გავრცელდება აპლიკაციის, ვებსაიტის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. შესაბამისად, სერვისების გამოყენების გაგრძელება ნიშნავს თქვენს მიერ ამ ცვლილებების თანხმობას.



12. სამართლებრივი გარემო


ეს შეთანხმება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ყველა დავა განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუ სხვანაირად არ არის განსაზღვრული ცალკე შეთანხმებით.



13. საკონტაქტო ინფორმაცია


ნებისმიერი შეკითხვის ან საჩივრის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:


შპს მოვეო

ელ. ფოსტა: info@moveo.ge 

ტელეფონი: +995 32 2053929

ვებსაიტი: https://moveo.ge



14. სრული შეთანხმება


ეს შეთანხმება, კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან, გამოყენების პირობებთან და EULA-სთან ერთად, წარმოადგენს სრულ სამართლებრივ შეთანხმებას  თქვენსა და მოვეოს შორის სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით.