Skip to content Skip to footer

საბოლოო მომხმარებლის სალიცენზიო შეთანხმება (EULA)

ძალაში შესვლის თარიღი: 10 იანვარი, 2026

აპლიკაცია: Moveo („აპლიკაცია“)

კომპანია: შპს მოვეო („მოვეო“, „ჩვენ“, „ჩვენი“ ან „ჩვენს მიერ“)

პლატფორმები: iOS და Android


ეს საბოლოო მომხმარებლის სალიცენზიო შეთანხმება („შეთანხმება“) წარმოადგენს სამართლებრივ შეთანხმებას თქვენს შორის („მომხმარებელი“, „თქვენ“) და მოვეოს შორის, რომელიც არეგულირებს მოვეოს მობილური აპლიკაციის, მისი ფუნქციონალისა და მომსახურებების გამოყენებას.


აპლიკაციის ჩამოტვირთვით, ინსტალაციით ან გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ამ შეთანხმების პირობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ დააინსტალიროდ და არ გამოიყენოთ მობილური აპლიკაცია.



1. ლიცენზიის მინიჭება


მოვეო გაწვდით შეზღუდულ, არა-ექსკლუზიურ, არაგადაცემად, არა-სუბლიცენზირებად და გამოთხოვად ლიცენზიას შემდეგისთვის:

  • მოვეოს აპლიკაციის ჩამოტვირთვა და ინსტალაცია პირად მოწყობილობაზე.
  • აპლიკაციის გამოყენება მხოლოდ პირადი, არაკომერციული მიზნებისთვის.
  • მოვეოს სერვისებზე წვდომა, ანგარიშის, გადახდების და სესიების მართვა და გამოყენება აპლიკაციის მეშვეობით.


2. შეზღუდვები


თქვენ არ გაქვთ უფლება:

  • გადაწეროთ, შეცვალოთ ან შეეცადოთ აპლიკაციის დეკომპილაციას ან უკუპროგრამირებას.
  • გააქირავოთ, გადააფორმოთ, ან დაუშვათ მესამე პირის მიერ აპლიკაციის გამოყენება.
  • გამოიყენოთ აპლიკაცია უკანონო ან დაუშვებელი მიზნებისთვის.
  • მოახდინოთ უსაფრთხოების სისტემების ანალიტიკა ან მოტყუება.
  • ჩაერიოთ აპლიკაციის ან მოვეოს სერვერების ფუნქციონირებაში.

დარღვევის შემთხვევაში მოვეო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს თქვენი ანგარიში, ან გამოიყენოს კანონოთ მინიჭებული უფლებები.



3. მფლობელობა და ინტელექტუალური საკუთრება


აპლიკაციის ყველა კომპონენტი (კოდი, დიზაინი, ლოგო, მონაცემები და კონტენტი) წარმოადგენს მოვეოს ან მის ლიცენზიარის საკუთრებას.

ლიცენზია არ გაძლევთ რაიმე საკუთრების უფლებას.


ყველა სავაჭრო ნიშანი და ლოგო დაცულია შესაბამისი კანონმდებლობით.



4. განახლებები და ცვლილებები


მოვეო უფლებამოსილია უზრუნველყოს განახლებები, შეცდომების გამოსწორება, პატჩები ან ახალი ფუნქციები. ამან შეიძლება:

  • ავტომატურად დააინსტალიროს ან საჭირო გახდეს ხელით განახლება 
  • დროებით ან სამუდამოდ შეცვალოს ან წაშალოს ფუნქციები.

ამით, თქვენ ეთანხმებით, რომ გამოიყენოთ აპლიკაციის უახლესი ვერსია შეუფერხებელი მომსახურებისთვის.



5. კონფიდენციალურობა


აპლიკაციის გამოყენება რეგულირდება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით, რომელიც განმარტავს:

  • რა ტიპის მონაცემებს ვაგროვებთ
  • როგორ ვამუშავებთ და ვინახავთ მონაცემებს
  • თქვენს უფლებებსა და არჩევანებს

აპლიკაციის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ჩვენს მონაცემთა დამუშავების პოლიტიკას.



6. გაუქმება


ეს EULA ძალაშია შეწყვეტამდე. მოვეო უფლებამოსილია შეწყვიტოს ან შეაჩეროს თქვენი წვდომა, თუ:

  • არღვევთ შეთანხმების პირობებს
  • აკრძალულად იყენებთ აპლიკაციას
  • თქვენი ანგარიში შეჩერებულია ან დახურულია
  • მოვეო წყვეტს აპლიკაციის მხარდაჭერას

თქვენ ასევე შეგიძლიათ წაშალოთ აპლიკაცია თქვენი მოწყობილობიდან ნებისმიერ დროს.


გაუქმების შემდეგ, ყველა ლიცენზიის უფლება ავტომატურად წყდება და თქვენ უნდა შეწყვიტოთ აპლიკაციის გამოყენება.



7. გარანტიები


აპლიკაცია მოწოდებულია „როგორც არის“ და „როგორც ხელმისაწვდომია“ პრინციპით. მოვეო არ იძლევა და უარყოფს ყველა გარანტიას, როგორც პირდაპირს, ასევე ნაგულისხმევს, მათ შორის:

  • კონკრეტული მიზნისთვის ვარგისიანობა
  • უფლებების დარღვევის არარსებობა
  • უწყვეტი ან შეცდომების გარეშე მუშაობა

ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას შეუფერხებელ წვდომაზე, დატენვის ხელმისაწვდომობაზე ან თავსებადობაზე ყველა მოწყობილობასთან ან ოპერაციული სისტემის ვერსიასთან.



8. პასუხისმგებლობის შეზღუდვა


მოვეო არ არის პასუხისმგებელი:

  • არაპირდაპირ, შემთხვევით ან თანმდევ ზიანზე.
  • დაკარგულ მონაცემებზე, შემოსავალზე ან შესაძლებლობაზე.
  • ტექნიკური ხარვეზების, ჩაშლილი სესიების ან მესამე მხარის სერვისების გაუმართაობის გამო.

ჩვენი მთლიანი პასუხისმგებლობა არ უნდა აღემატებოდეს თქვენს მიერ აპლიკაციით სარგებლობისთვის გადახდილ თანხას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პრეტენზიის წარდგენამდე 12 თვის განმავლობაში.



9. აპლიკაციის მაღაზიების პირობები


ეს შეთანხმება გაფორმებულია თქვენსა და მოვეოს შორის, და არა Apple-ს ან Google-ს შორის.

თუმცა, Apple და Google წარმოადგენენ მესამე მხარის ბენეფიციარებს და უფლებამოსილი არიან აღასრულონ ეს შეთანხმება.


თქვენ ასევე ვალდებული ხართ დაიცვათ:



10. სამართლებრივი დებულება


ეს შეთანხმება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და ყველა დავა განიხილება საქართველოს შესაბამის სასამართლოში.



11. საკონტაქტო ინფორმაცია


შპს მოვეო 

ელ-ფოსტა: info@moveo.ge 

ტელეფონი: +995 32 2053929

ვებგვერდი: https://moveo.ge



12. სრული შეთანხმება


ეს შეთანხმება, ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან და გამოყენების პირობებთან ერთად, წარმოადგენს თქვენსა და მოვეოს შორის აპლიკაციასთან დაკავშირებით სრულ შეთანხმებას და ცვლის ნებისმიერ წინა შეთანხმებას.